top of page

მეწარმის რეგისტრაცია

* რეგისტრაციამდე აუცილებლად წაიკითხეთ წესები და კრიტერიუმები

თბილისური ბაზარი არის სავაჭრო სივრცე და გზა დახლიდარებისთვის, პირისიპირ შეხვდნენ ახალ აუდიტორიას, 1 დღეში გააცნონ პროდუქტები ათასობით ადამიანს და მიიღონ მათგან სასარგებლო უკუკავშირი.

 

იმისათვის, რომ საუკეთესო შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს, გულდასმით განვიხილავთ და ვარჩევთ ყველა მონაწილეს.

თუ ჯერ არასდროს მიგიღია მონაწილეობა ჩვენს მარკეტში, იცოდე, რომ ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა ახალი, საინტერესო იდეებით განმსჭვალული მეწარმეებისთვის, არტისტებისთვის და საერთოდ ყველასთვის.

რეგისტრაციამდე გაითვალისწინეთ

 პირველ ეტაპზე ჩვენი გუნდი სწორედ მითითებულ სოც. ქსელებზე ატვირთული პროდუქტის ფოტოების მიხედვით შეგაფასებთ, ამიტომ:

  • აუცილებლად მიუთითეთ Facebook ბმული სრულად;

  • მიუთითეთ ბრენდის Facebook გვერდი და არა პირადი;

  • მოაწესრიგეთ ფოტოები და დადეთ ყველა პროდუქტის ფოტო, რომელიც გინდათ რომ ვნახოთ და გაყიდოთ ბაზარზე.

კრიტერიუმები

თბილისურ ბაზარში მონაწილეობისთვის, ჩამოთვლილიდან ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილება მნიშვნელოვანია:

  • უნიკალური დიზაინის მქონე ან/და ხელნაკეთი პროდუქტი;

  • ნამუშევრების კონკრეტული მიმართულება - ნამუშევრებს უნდა ჰქონდეთ საერთო დამახასიათებელი სტილი და კატეგორია, ბრენდის შესაბამისად.

  • პროდუქტის შესრულების ხარისხი;

  • ბრენდი - შესაბამისობა პროდუქტსა და ბრენდს შორის, ასევე პროდუქტის ხარისხიანი ფოტოები სოც. ქსელებში;

  • ინოვაცია - ახალი ტექნოლოგიების გამოყენება დიზაინსა და პროდუქტში; პროდუქტის შექმნის ინოვაციური მეთოდები;

  • ბაზარზე არსებულ პროდუქტებთან მსგავსების ნაკლებობა;

  • სათანადო, შესაფერისი და კომერციულად ეფექტური პროდუქტები; მათ შორის ქუჩის ბაზრისთვის შესაბამისი ფასის ქონა;

  • პატარა ბიზნესები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია სავაჭრო სივრცის ქონა და აქვთ პროდუქციის სათანადო რაოდენობა.
    მსგავსი განცხადებები აირჩევა კრიტერიუმების და იმავე კატეგორიაში დარეგისტრირებული მეწარმეების რაოდენობის მიხედვით; ამიტომ, გაჯერებულ კატეგორიებში (როგორიცაა სამკაული, ტყავი და აქსესუარები) კონკურენცია ძალიან დიდია. შეირჩევა ბრენდები, რომლებიც ყველაზე მეტად მოდიან თანხვედრაში თბილისური ბაზრის საერთო ხედვასთან.

წესები

  • არ შეიძლება სხვისი პროდუქტების გადაყიდვა მარკეტზე;

  • არ შეიძლება დახლის გაზიარება სხვასთან, თუ ეს არ არის საერთო კოლაბორაცია, დახლი უნდა გამოიყურებოდეს როგორც ერთი მთლიანი;

  • ყველა პროდუქტი აუცილებელია დიდ წილად იყოს შექმნილი საქართველოში, იგულისხმება დიზაინიც. თუ თქვენი პროდუქტი არ არის თავიდან ბოლომდე შექმნილი საქართველოში გთხოვთ მოგვწეროთ შექმნის პროცესის დეტალური აღწერა;

  • დახლზე შეიძლება მხოლოდ მზა, შეფუთული საკვების გაყიდვა.

მონაწილეობის მიღების სტრუქტურა

ეს რეგისტრაცია არის ზოგადად თბილისური ბაზრის კომუნაში გაწევრიანების და არა კონკრეტული ღონისძიების. იმ შემთხვევაში, თუ დააკმაყოფილებთ ყველა კრიტერიუმს მოხვდებით ჩვენს ბაზაში, საიდანაც ვარჩევთ ყოველი ბაზრისთვის მონაწილეებს. თქვენი შერჩევის შემთხვევაში ბაზრამდე მაქსიმუმ 1 კვირით ადრე მიიღებთ მეილს.

რეგისტრაცია საჭიროა წელიწადში ერთხელ. გთხოვთ, არ დარეგისტრირდეთ მრავალჯერ !

ზემოთ აღნიშნული ყველა წესი არის აუცილებელი, რომელიმეს დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია გთხოვოთ მარკეტის ადრე დატოვება და აღარ განვიხილოთ მომავალში თქვენ მიერ გამოგზავნილი მოთხოვნა.

პირადი ინფორმაცია

  • We make street market

-

  • Tbilisi Street Market

-

  • local makers market

ბრენდის ინფორმაცია

*თუ არ გაქვთ კომპანია დარეგისტრირებული პირველ უჯრაში ჩაწერეთ სახელი და გვარი, მეორეში პირადი ნომერი

პროდუქტის ინფორმაცია

განმეორებითი რეგისტრაცია

იმისათვის,  თბილისური ბაზარი იყოს მუდმივად საინტერესო და სიახლეებით სავსე სტუმრებისთვის, თუ უკვე მიგიღია მონაწილეობა თბილისურ ბაზარში ან თუნდაც დარეგისტრირებულხარ, აუცილებლად დაწვრილებით უნდა მოგვიყვე როგორ განვითარდი მას შემდეგ: დაამატე ახალი პროდუქტები, შექმენი ახალი ხაზი, განავითარე დიზაინი, დახვეწე ბრენდი და სხვა.

რეგისტრაცია  წარმატებით გაიარეთ!

შეცდომა! გადახედეთ წითლად მონიშნულ უჯრებს.

bottom of page